понедельник, 16 июля 2018 г.

კურსის რეფლექსია


    2018 წელი  28 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით  გავიარე ტრენინგი  ,,პროექტებით სწავლება ისტის  ინტეგრირებით". ვაწარმოე პორტფოლიო და ჩემი  საქაღალდე,   რომლებშიც  ჩავსვი საჭირო მონაცემები და საინტერესო მასალები პროექტის შესაქმნელად.შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. გამოვცემთ სასკოლო გაზეთსა და ბუკლეტს მოცემული პროექტის მოსამზადებლად.

   

пятница, 13 июля 2018 г.

მე_8 დღე

   დღევანდელ ტრენინგზე  გავიარეთ მე_6 და მე_7   მოდული, რომელიც მოიცავს: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის და ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები.  ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა  თვითრეგულირებად სწავლას. განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, შევქმენით პრეზენტაციები, დოკუმენტები , ცხრილები და ვებრესურსები, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელსესაწყობად. დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტების განხორციელების იდეები, შევქმენით მასალები.შევქმენით ჯგუფები წყვილებში. გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე.

вторник, 10 июля 2018 г.

მე_7 დღე

                                                            რეფლექსია


   დღევანდელი ტრენინგი იყო ნაყოფიერი და აქტიური. დღეს უპირველესად დავიწყეთ გეგმების განხილვა და გავაკეთეთ უკუკავშირი, შემდეგ კი - მოსწავლეთა ნამუშევრების სავარაუდო ჩვენეული ვერსიები .
   დავხვეწეთ შეფასების გეგმები,შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლეთა ნაშრომებისთვის.ჩავაშენეთ ჩვენი პეზენტაცია ბლოგზე.
   გავაკეთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.








пятница, 6 июля 2018 г.

მე_5 დღე

                                                             რეფლექსია

  დღევანდელ  ტრენინგზე  პირველ რიგში სრულვყავით გეგმის ზოგიერთი საკითხი.გავაკეთეთ უკუკავშირი,ერთმანეთს გავუზიარეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია და მოსწავლეთა სჭიროების დადგენის ფორმები.განვიხილეთ სასწავლო პროექტის სტანდარტები. გავეცანით  საავტორო უფლებების გამოყენების წესებს. შევქმენით ბიბლიოგრაფიები,გავეცნით ინტერნეტ რესურსებს, რომელიც გამოგვადგება კვლევაში თანამშრომლობისა და კომუნიკაციისათვის. გავაკეთეთ რეფლექსია.

вторник, 3 июля 2018 г.

                                              რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა



 ტრენინგის მე_4 დღეს გავიარეთ მე_2 მოდულის მე_2 ნაწილი.  გავეცანით შეფასების სტრატეგიებს პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულის შემდეგ. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. შევქმენით ცხრილი ,,ვიცი, მინდა ვისწავლო, რა ვისწავლე", ასევე გავაკეთეთ დიაგრამები ონლაინში.დღევანდელი ტრენინგი ნაყოფიერი  იყო.

კურსის რეფლექსია

    2018 წელი  28 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით  გავიარე ტრენინგი  ,,პროექტებით სწავლება ისტის  ინტეგრირებით". ვაწარმოე პორტფოლიო და ...